საქართველოს ელჩი სოსო ოსორაულის თაობაზე კონგოს საგარეო უწყების ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს ელჩი სოსო ოსორაულის თაობაზე კონგოს საგარეო უწყების ხელმძღვანელობას შეხვდა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი (რეზიდენციით ქ. პრეტორია) ბექა დვალი 26-27 ივნისს მორიგი სამუშაო ვიზიტით ეწვია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასას. ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქის იოსებ ოსორაულის ირგვლივ შექმნილი ვითარების განხილვა.ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა გამართა შეხვედრები კონგოს საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან, კონგოს შეიარაღებული ძალების მაღალი დონის წარმომადგენლებთან, კონგოში გაეროს სტაბილიზაციის მისიის (მონუსკოს) და კონგოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელობასთან.

ზემოაღნიშნული შეხვედრებისას, ყველა ხსენებული მხარის მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ გრძელდება ყველა შესაძლო ძალისხმევა იოსებ ოსორაულთან დაკავშირებული ვითარების გასარკვევად.

პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი კონგოში, მათ შორის, ჩრდილოეთ კივუს რეგიონში შექმნილ მძიმე უსაფრთხოების გარემოს, რაც ართულებს ხსენებული უწყებებისა და ორგანიზაციების მხრიდან საჭირო ნაბიჯების გადადგმის პროცესს. პარტნიორების მხრიდან, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ გაგრძელდება რეგულარული კომუნიკაცია ქართულ მხარესთან და ნებისმიერი სიახლე დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს საელჩოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

“ამ ვიზიტის და შეხვედრების ძირითადი თემა იყო ჩვენი თანამემამულის, თანამოქალაქის იოსებ ოსურაულის ირგვლივ შექმნილი ვითარება და იმ ინფორმაციის გადამოწმება, დაზუსტება, რაც უკავშირდება ჩვენი თანამოქალაქის ბედს. ყველა იმ სუბიექტის მხრიდან, ვისაც ჩვენ შევხვდით, კონგოს სამოქალაქო დაწესებულება თუ სამხედრო ხელმძღვანელობა, ასევე მონუსკო - გაეროს მისია და წითელი ჯვარი, ყველა მხრიდან მივიღეთ იმის დაპირება, რომ გააგრძელებენ ძალისხმევას, რათა დაზუსტდეს ჩვენი თანამოქალაქის ბედი და გადამოწმდეს ის ინფორმაცია, რასაც ამ ეტაპზე ვფლობთ. თითოეული ამ სუბიექტის მხრიდან ხაზი გაესვა, რომ ქვეყანაში ზოგადად, ჩრდილოეთ კივუს რეგიონში შექმნილი ვითარება გარკვეულწილად ართულებს, აფერხებს მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც ჩვენი მოქალაქის ბედის გარკვევას უკავშირდება. თუმცა, კიდევ ერთხელ შევთანხმდით, რომ როგორც ადრე, ამჟამადაც, სამომავლოდაც, ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელებთ კავშირს და ნებისმიერი სიახლის თაობაზე კონგოს მხრიდან ეცნობება ქართულ მხარეს, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო ბუნებრივია, ამ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიაწვდის იოსებ ოსურაულის ოჯახს და საზოგადოებას საქართველოში“, - აღნიშნა საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები