საქართველომ და ავღანეთმა, შესაძლოა, ერთობლივი ბიზნეს-საბჭო ჩამოაყალიბონ

საქართველომ და ავღანეთმა, შესაძლოა, ერთობლივი ბიზნეს-საბჭო ჩამოაყალიბონ
28 / 06 / 2017 16:28

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართული კომპანიების ავღანეთის ბაზრებზე საქმიანობის შესაძლებლობა განიხილა ავღანეთის ფინანსთა მინისტრმა იქლილ ჰაკიმიმ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან. შეხვედრა თბილისის სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ავღანეთის ფინანსთა მინისტრმა იქლილ ჰაკიმიმ საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლების წინაშე ავღანეთის ეკონომიკური მდგომარეობა მიმოიხილა და იმ სექტორებზე გაამახვილა ყურადღება, სადაც შესაძლებელია ნაყოფიერი თანამშრომლობა ქართულ ბიზნესთან. მათ შორის, საუბარი წარიმართა ენერგეტიკაზე, სამშენებლო სექტორზე, სატრანსპორტო გადაზიდვებზე და სხვ. მან ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც არსებობს ავღანეთში ქართული კომპანიებისთვის, მათ შორის, როგორ შეუძლიათ მათ მიიღონ მონაწილეობა როგორც სახელმწიფო შესყიდვებსა და ტენდერებში, აგრეთვე იმ სამშენებლო პროექტებში, რაც ავღანეთში ხორციელდება.

მინისტრმა ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა „ლაპის ლაზულის“ მარშრუტი, რომელიც გააერთიანებს ავღანეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და მიმართული იქნება ტვირთბრუნვის გაზრდაზე აღნიშნული მარშრუტის გამოყენებით ევროპასა და აზიას შორის. ავღანეთის ფინანსთა მინისტრი აგრეთვე გამოვიდა ინიციატივით, საქართველოსა და ავღანეთს შორის ერთობლივი ბიზნეს-საბჭო ჩამოყალიბდეს, რომელიც ორივე ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს კავშირების დამყარებასა და შემდგომ განვითარებაში დაეხმარება.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება