+ 36ºС სიცხეში აბიტურიენტებს ეროვნულების ჩაბარება უკონდენციონერო შენობებში მოუხდებათ

+ 36ºС სიცხეში აბიტურიენტებს ეროვნულების ჩაბარება უკონდენციონერო შენობებში მოუხდებათ
28 / 06 / 2017 17:16

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება. როგორც "აიპრესს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს 3 ივლის საქართველოს დედაქალაქში ტემპერატურა 35-36 გრადუსამდე იქნება. მათივე განცხადებით, დაახლოებით იგივე ტემპერატურა იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით.

"თბილისში, 3 ივლისიდან ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 35-36 გრადუსი იქნება. 4 ივლისს მოიმატებს და 36 გრადუსს გადააჭარბებს. 5 ივლისს 36 გრადუსი იქნება. 6-ში დაიკლებს 34-35 გრადუსამდე. 7ივლისიდან კი ტემპერატურა 33 გრადუსამდე დაიკლებს“, - განაცხადა დოდო გვაზავამ.

როგორც გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ „აიპრესთან“ განაცხადა აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება უკონდენციონერო შენობებში მოუწევთ.

"გამოცდები ტარდება ძირითადად საგამოცდო ცენტრებში. საგამოცდო ცენტრები განთავსებულია საჯარო სკოლებში და ჩვენ ვიყენებთ იმ ინფრასტრუქტურას რაც არის საჯარო სკოლებში.

სამწუხაროდ, ამ ცენტრებში არ არის კონდიცირება. ცხადია, რომ კარგი იქნებოდა ყოფილიყო, თუმცა არ შეგვეძლო ისეთი ობიექტები შეგვერჩია, რადგან არ არსებობს ისეთი საჯარო სკოლები სადაც კონდიცირებულია ყველა ოთახი", - განაცხადა ივა მინდაძემ.

მისივე თქმით, აბიტურიენტებს საგამოცდაზე ცივი წყლისა და პირადი ჰიგიენის ნივთების შეტანა შეუძლიათ. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება