რომან გოცირიძე: ბუკიკიოს ჩაქუჩი არ ჩაურტყამს თავში, თორემ დანარჩენი ყველაფერი თქვა

რომან გოცირიძე: ბუკიკიოს ჩაქუჩი არ ჩაურტყამს თავში, თორემ დანარჩენი ყველაფერი თქვა

"ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადება შეიძლება დავახასიათოთ ცნობილი იგავის სიტყვებით, რომელსაც ჰქვია ენით დაკოდილი,"-ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ლიდერი რომან გოცირიძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მოსაზრებას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა საკონსტიტუციო პროცესის კრახით დასრულებას ნიშნავს.

"ბუკიკიოს ერთი ჩაქუჩი არ დაურტყამს თავში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე აბრახუნებს აქ კანონის მიღებისას. დანარჩენ ამ სიტყვებით ყველაფერი იყო ნათქვამი.ვენეციის კომისიამ დასვა ვერდიქტი, რომ ეს კონსტიტუცია არის სულ მცირე მორალურად არალეგიტიმური, ხოლო ხელისუფლება რომელიც ძალადობს თავის მოქალაქეებზე, ის ხელისუფლება ბუნებრივია ვერ იქნება ვერც მყარი და ვერც ქვეყნის განვითარების ხელშემწყობი. ვენეციის კომისიის დასკვნა ფაქტობრივად ეს არის საკონსტიტუციო პროცესიის კრახით დამთავრება,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას  ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

20 ივნისი, 2018

"ჩვენ მივესალმებით, რომ მამუკა ბახტაძე მხარს უჭერს ინოვაციებს, იმ სიახლეებს, რომელიც ეკონომიკაში აუცილებლად დადებით ძვრებს მოიტანს" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ...

ახალი სტატიები