ზურაბ აბაშიძე: პუტინის წარმომადგენელთან პირადი კომუნიკაცია მქონდა

ზურაბ აბაშიძე: პუტინის წარმომადგენელთან პირადი კომუნიკაცია მქონდა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელთან მიხეილ შვიდკოისთან ოფიციალური შეხვედრა არ იგეგმება.

„თბილისში ჩატარდა მედია ფორუმი, ეს ჩვენ მედიის საშუალებით გავიგეთ. მთავრობას ამ ფორუმთან არანაირი შეხება არ აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაატარეს ეს ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის წარმომადგენლებმა. იქ იმყოფებოდნენ ბატონი შვიდკოი, რამდენიმე რუსი ჟურნალისტიც. ამ ხალხთან არანაირი ოფიციალური შეხვედრები ან მე, ან მთავრობის ვინმე წარმომადგენელს არ ჰქონია.

მე მქონდა პირადი კომუნიკაცია ბატონ შვიდკოისთან, მას დიდი ხანია ვიცნობ და ვთქვი კიდეც გუშინ, რომ ვაპირებდი მასთან მქონოდა პირადი კომუნიკაცია. ბატონ შვიდკოისთან პირადი კომუნიკაცია მქონდა, ვისაუბრეთ კონკრეტულ პირადულ საკითხებზე. საკითხი ეხება კერძო პირებს, ადამიანებს, ჩვენს მოქალქაქეებს რაღაც დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება. არავითარი ოფიციალური თემები არ განგვიხილავს. სხვა პირადული შეხვედრებიც მქონდა გუშინ ოჯახის წევრებთან, შვილიშვილებთან, ცოლთან“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

მისი თქმით, მიხეილ შვიდკოი საქართველოში ხშირად ჩამოდის და მას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი არ დაურღვევია.
„მას აქ მე მგონი ნათესავებიც ჰყავს“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

16 ივლისი, 2018

ამის შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ავრცელებს. "მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. სახელმწიფო ვერ...

ახალი სტატიები