ზოიძე ენმ-ს:რურუა-ბარამიძე-ნიკოლაიშვილი პრემია-დანამატებს თქვენი აპლოდისმენტების ფონზე იღებდნენ

ზოიძე ენმ-ს:რურუა-ბარამიძე-ნიკოლაიშვილი პრემია-დანამატებს თქვენი აპლოდისმენტების ფონზე იღებდნენ

დღეს მოვისმინე საოცრად ახალი გამომცხვარი მითები რომელთა წყაროებიც თვითონ "ნაცმოძრაობის" "ევროპული საქართველოს" და სხვა ფრაქციების წარმომადგენლები არიან," -განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

ზოიძემ ოპონენტებს მათი მმართველობის წლები შეახსენა და განუცხადა, რომ სწორედ მათი აპლოდისმენტების ფონზე იღებდნენ მინისტრები მრავალათასიან ხელფასებსა და პრემიებს. ზოიძემ გია ბარამიძის, ნიკა რურუასა და რამაზ ნიკოლეიშვილის სახელფასო და საპრემიო ციფრებიც დაასახელა და აღნიშნა რომ მაშინ ამ ციფრებს და დანამატებს არავინ აკრიტიკებდა მმართველი გუნდიდან.

,,პირველი მითი ბიუროკრატიული ხარჯები, რომელიც ეხება ასევე დემონ საჯარო მოხელეს. ახალი ტერმინით დემონ საჯარო მოხელეს, რომელიც ზის, არაფერს აკეთებს და იღებს პრემია-დანამატებს. სხვას არაფერს. ალბათ ჩვენს ქვეყანაში 275 000 მდე საჯარო მოხელეა დასაქმებული, რომელიც მე მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი შრომის საფასოდ იმაზე გაცილებით ნაკლებს იღებენ ვიდრე უნდა იღებდნენ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში. ამ ფონზე საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ვფლანგავთ პრემია-დანამატებში თანხებს და ვიშვიში იმაზე, რომ ამ თანხებს არ ვაძლევთ პენსიონერებს და არ ვაძლევთ სოციალურად დაუცველებს,მასწავლეელებს თუ სხვას მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ამორალურია. ბატონები მე ძალიან დიდ პატივს გცემთ ყველას, მაგრამ თქვენ ბრძანდებით თანაგუნდელები იმ ხალხის, რომელთაც 2011 წელს მაღალი პრემია დანამატები აიღეს.

3 ადამიანს ვიტყვი მხოლოდ, მინისტრები გია ბარამიძე 42 800 ჰქონდა ხელფასი აღებული აქვს 2 ჯერ მეტი. პრემიის სახით 79 000. ბატონი ნიკოლოზ რურუა, ასევე 42 800 აქვს ხელფასი და აღებული აქვს 2 ჯერ მეტი 79 000 პრემიის სახით. ბატონი რამაზ ნიკოლაიშვილი, ასევე 42 800 ხელფასი. აღებული აქვს 64 000 ლარი პრემია და ამ ჩამონათვალის გაგრძელება დიდხანს შეიძლება. ეს ყველაფერი ხდებოდა თქვენი აპლოდისმენტების თანხლებით. თქვენი აპლოდისმენტების ფონზე, რაოდენ ეფექტიანი მთავროვა გვყავს ამ ლოზუნგის ქვეშ," - განაცხადა აკაკი ზოიძემ

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები