სოზარ სუბარი: რა საარჩევნო სისტემამ უნდა უშველოს დავითაიას პარტიას?

სოზარ სუბარი: რა საარჩევნო სისტემამ უნდა უშველოს დავითაიას პარტიას?

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება არსებულ საარჩევნო სისტემაშიც შესაძლებელია, თუ კონკრეტულ პარტიას ხალხის მხარდაჭერა აქვს. 

„ქართულ ოცნებაში“ არის 6 პოლიტიკური პარტია, მაგალითად, „კონსერვატიულ“ პარტიას დანარჩენი პარტიების 70-90% რომ შეკრიბო იმდენი წევრი ჰყავს და ისეთი საარჩევნო ისტორია აქვს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ „მწვანეთა პარტიაზე“ და ჩვენს სოციალ-დემოკრატებზე. დიალოგი არის აუცილებელი, კონსენსუსი არის აუცილებელი, ოღონდ ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ კონსენსუსი მხოლოდ ერთი მხარის ლაპარაკს ნიშნავს.

აბსოლუტური უმრავლესობა წინადადებების, რომლებიც მოდიოდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიებისგან არის გათვალისწინებული. ჩვენ მივიღეთ ცვლილება, საარჩევნო სისტემის შესახებ, რომელიც არ მიიღო არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, უბრალოდ, გადავადდა ერთი არჩევნებით. მხოლოდ ამაზეა ლაპარაკი და ამის გამო, პარტიების ნაწილმა ბოიკოტი გამოაცხადა და პარლამენტის სხდომებს არ ესწრებიან.

თუ ამ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, რა თქმა უნდა, არანაირი დიალოგი და არანაირი კონსენსუსი არ იქნება. თუ წამოვლენ დიალოგზე ეს იქნება ძალიან კარგი. არსებული სისტემით მოვიგეთ ჩვენ არჩევნები, როცა ვიყავით ოპოზიციაში. ასე რომ, თუ ვინმეს აქვს ხალხის მხარდაჭერა ამ სისტემაშიც ისევე თავისუფლად შეუძლია მოგება, როგორც ჩვენ მოვიგეთ 2012 წელს. ისევე თავისუფლად შეუძლიათ ბრძოლა, როგორც, რამდენიმე თვის შექმნილი პარტიით, 100%-ით მაჟორიტარულ სისტემაში, მაკრონმა მიიღო აბსოლუტური უმრავლესობა ხმებისა საფრანგეთში.

ასე რომ, სისტემა არ კეტავს შანსს იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, ვისაც მხარდაჭერა აქვს და ვისაც მხარდაჭერა არ აქვს, ვერ გააცოცხლებს ვერანაირი საარჩევნო სისტემა. მაგალითად რა საარჩევნო კოდექსმა უნდა უშველოს დავითაიას პარტიას? რა საარჩევნო სისტემა უნდა შევქმნათ ასეთი?“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები