აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 24 წელი გავიდა

აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 24 წელი გავიდა

აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 24 წელი გავიდა. დღეს, ტამიშის ოპერაციის დროს დაღუპული გმირები თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ქართველი მებრძოლების გმირობის ისტორია გაიხსენა. გმირთა მოედანზე თავდაცვის მინისტრთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ- მაიორი, ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი, შალვა ჯაბახიძე იმყოფებოდნენ. ტამიშის გმირების პატივსაცემად, გმირთა მემორიალთან საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები და აფხაზეთის ომის ვეტერანებიც მივიდნენ

. 1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა „დუშეთის“, „შავნაბადასა“ და „ავაზას“ ბატალიონებმა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შეძლეს.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები