ციხელაშვილი: ბანერების უკანონოდ დამონტაჟების საკითხს ერგნეთში IPRM-ის შეხვედრაზე დავაყენებთ

ციხელაშვილი: ბანერების უკანონოდ დამონტაჟების საკითხს ერგნეთში IPRM-ის შეხვედრაზე დავაყენებთ
04 / 07 / 2017 14:28

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ბანერების უკანონოდ დამონტაჟებას ეხმიანება. 

„საოკუპაციო ძალის მიერ ბანერების დადგმა და სხვა მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ უსაფრთხოების გარემოს ძაბავს და ქმნის რისკებს ამ მიმართულებით, არამედ ძალიან სერიოზულ ჰუმანიტარულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ასეთი მოძრაობა, როგორსაც, სამწუხაროდ, რეგულარულად აქვს ადგილი 2009 წლიდან.

ჩვენი აპარატის წარმომადგენელი უკვე გაემგზავრა ადგილზე ვითარების დეტალურად გასაცნობად და მოსახლეობასთან შესახვედრად. რა თქმა უნდა, ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, რომ პრობლემის მოგვარებაში დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას. გასულ წელს მე პირადად ვიყავი ჩასული მოსავლის აღების პერიოდში სწორედ ამ ადგილზე, ვიცნობ ჩილინდარაშვილებს და ხოდელსაც და მაშინ დიდი ძალისხმევით მოვახერხეთ, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ ნაკვეთზე ერთ-ერთმა მოსახლემ აიღო მოსავალი.

რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული ამოცანა ამ მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების სრულად დემონტაჟია და ვიდრე ამ სტრატეგიულ მიზანს მივაღწევთ, ვმუშაობთ ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრაზე, რათა მოსახლეობას მიეცეს მიწებზე წვდომის საშუალება. ამჯერადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით გავააქტიურებთ „ცხელ ხაზს“, რომელიც ინციდენტებზე რეაგირების ყველაზე სწრაფი საშუალებაა. ასევე, ამ საკითხს დავაყენებთ მომდევნო კვირაში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში.

ამასთან, ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან. სამწუხაროდ, ეს არ არის ახალი საკითხი, ყველა შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობისთვის მიწებზე წვდომა და მოსავლის აღების შესაძლებლობა არის ერთ-ერთი მთავარი თემა. ვერ ვიტყვი, რომ საოკუპაციო ძალა ხშირად კონსტრუქციულობით გამოირჩევა, მაგრამ მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ყველა ძალისხმევის მობილიზებით მოხერხდება, რომ მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემები.“

სოფელ ბერშუეთში რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის მანიშნებელი ბანერი დაამონტაჟეს. სუს-ის ინფორმაციით, შედეგად, რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება