მინსკში ბელარუსის სამხედრო აკადემიის ქართველი კურსანტის დიმიტრი გვიშიანის სახელობის ქუჩა გაიხსნა

მინსკში ბელარუსის სამხედრო აკადემიის ქართველი კურსანტის დიმიტრი გვიშიანის სახელობის ქუჩა გაიხსნა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინსკის პერვომაისკის რაიონში ბელარუსის რესპუბლიკის სამხედრო აკადემიის ქართველი კურსანტის, დიმიტრი გვიშიანის სახელობის ქუჩა და ბარელიეფი საზეიმოდ გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების წევრები, მინსკის აღმასკომის პერვომაისკის რაიონისა და ბელარუსის რესპუბლიკის სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელობა, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრნენ.

1999 წლის 29 აგვისტოს სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, რა დროსაც დიმიტრი გვიშიანმა საკუთარი სიცოცხლის ფასად რამდენიმე მგზავრი გადაარჩინა. დიმიტრი გვიშიანს გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა ბელარუსის სახელწიფო ორდენი „პირადი სიმამაცისთვის“. მის სახელს ატარებს ქ. ბრესტში საშუალო სკოლა, ქუჩა და ხეივანი.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დიმიტრი გვიშიანის ხსოვნას, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სამხედრო აკადემიის უფროსის მოადგილემ ანდრეი ბასაკმა, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის დეპუტატმა სერგეი ბობრიკოვმა, მინსკის პერვომაისკის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ელენა ოსადჩაიამ და საელჩოს კონსულმა დავით კურტანიძემ.
ღონისძიების ფარგლებში შედგა მემორიალური დაფის გახსნა და გვირგვინით შემკობის ცერემონია.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები