ქუმსიშვილი: ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი გეგმის 105,4%-ია

ქუმსიშვილი: ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი გეგმის 105,4%-ია

„ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე, გაზრდილია ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებიც, რომლის მაჩვენებელმა 6 თვეში 4 748,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმის 105,4%-ია, ხოლო გასული წლის მაჩვენებელს 14,2%-ით აღემატება,“ - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 4 283,8 მლნ ლარი, რაც გეგმის 105,1%-ია.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გადაჭარბებითაა შესრულებული სხვა კატეგორიებიც და ჯამში, 6 თვეში შემოსავლების სახით მიღებულმა სახსრებმა 4 664,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმის 106,4%-ია.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები