კახა კალაძე: არ მეთაკილება ამაზე საუბარი, ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე და შევძელით ის, რაც შევძელით

კახა კალაძე: არ მეთაკილება ამაზე საუბარი, ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე და შევძელით ის, რაც შევძელით

"მე მინდა, სანამ დავასრულებ ჩემს შეჯამებას, რამდენიმე ისტორია გავიხსენო, რადგან, ამ ისტორიის შედეგია ის, რომ მე დღეს აქ, თქვენთან ერთად, თქვენ წინ ვდგევარ",-ამის შესახებ კახა კალაძემ 5 წლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა. 

"პირველი, მინდა დავიწყო იქედან, რომ როდესაც, ენერგეტიკის მინისტრად დავინიშნე, ძალიან ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებდა ამ გადაწყვეტილებას, თუმცა, მე არ მეთაკილება ამაზე საუბარი და ღიად ვამბობ, დავიწყე ძალიან ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე, საკუთარ გუნდთან ერთად და ჩვენ შევძელით ის, რაც შევძელით და შედეგიც არის სახეზე.

კიდევ ერთხელ მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს თანამშრომელს ყველა იმ ადამიანს, რომელიც 24 საათის განმავლობაში შრომობდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ენერგეტიკის დარგი ყოფილიყო წარმატებული, რადგან, შეუძლებელია ქვეყნის განვითარება და წინსვლა, თუ ჩვენ ენერგეტიკულად არ ვიქნებით წინწასულები და ქვეყანა ენერგეტიკულად არ იქნება განვითარებული.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი მინდა გავიხსენო. ეს იყო 2011 წელი, როდესაც მე მივიღე გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოვსულიყავი. რა თქმა უნდა, არავის სჯეროდა იმის, რომ ჩვენ შევძლებდით სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დამარცხებას არჩევნების გზით, მშვიდობიანად. მაშინ, ბატონი ბიძინას ირგვლივ გაერთიანდა სრულიად საქართველო, ყველა ერთად დავდექით და ჩვენ ეს მოვახერხეთ - არჩევნების გზით შევცვალეთ სააკაშილის რეჟიმი",-განაცხადა კახა კალაძემ. 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები