უსუფაშვილი პრემიერს: მახსოვს, ჩვენი საერთო ოცნება შელეწვებისგან ქვეყნის დაზღვევა იყო

უსუფაშვილი პრემიერს: მახსოვს, ჩვენი საერთო ოცნება შელეწვებისგან ქვეყნის დაზღვევა იყო
06 / 07 / 2017 17:38

ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, შენების მოძრაობის დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართავს.

დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ თუ მმართველი გუნდი დაწყებულ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს და 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება, მაშინ ქართული ოცნება ერთპარტიული ავტორიტარიზმის გზას დაადგება და მას "შეელეწება". უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ მისი და პრემიერმინისტრის საერთო ოცნება სწორედ ასეთი შელეწვებისგან ქვეყნის დაზღვევა იყო. 

"როგორც თქვენი განცხადებებიდან ჩანს, შექმნილმა ვითარებამ საკონსტიტუციო პროცესში აქტიურად ჩართვა გადაგაწყვეტინათ, რაც მისასალმებელია. ბევრი, მათ შორის მეც, ყოველთვის თვლიდა, რომ ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერის ქვეყნის უმთავრეს პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობა დაუშვებელი იყო. სამწუხაროდ, „ურემი უკვე გადაბრუნებულია“, მაგრამ თქვენი მკვეთრი პოლიტიკური ნაბიჯებით მისი ფეხზე დაყენება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესში საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებული ხიფათების ქრესტომათიული მაგალითი შეიქმნა. თქვენ შეგიძლიათ პოზიტიური მაგალითი შექმნათ ამავე მიმართულებით - ქვეყანას თავიდან ააცილოთ სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და თან საკუთარი პარტიაც იხსნათ უკვე დაშვებული შეცდომების შემდგომი მძევლობისაგან. თუ მოხერხდება საკითხის გააზრება უფრო ფართო პოლიტიკურ პრიზმაში, ვიდრე ეს მომავალ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის შენარჩუნების ამოცანაა, მაშინ გამოსავალიც მარტივად გამოჩნდება და მისი დასაბუთებაც.

კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან ბევრი სამართლებრივ-პოლიტიკურ-ინსტიტუციური კითხვა არსებობს, მაგრამ, დამეთანხმებით, კრიზისული ფონის შექმნა საპარლამენტო საარჩევნო სისტემას უკავშირდება. ვითარებას კი ის ამძიმებს, რომ „ოცნების“ პოზიცია სწორედ ამ საკითხშია ყველაზე სუსტი, უარგუმენტო და „პულტების ანაბარა“ დარჩენილი. საქმე იმაშია, რომ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის არა ოპოზიციის ახირება, არამედ თავად „ოცნების“ 2015 წლის საკონსტიტუციო ინიციატივა, სათანადოდ გაფორმებული, დარეგისტრირებული, სახალხოდ განხილული, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მოწონებული და პარლამენტში კენჭისყრისთვის მომზადებული.

ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ფაქტი. ეს არის პოლიტიკური განაცხადიც, დაპირებაც და ვალდებულებაც, რომლის არ შესრულება ძალიან ძვირად დაუჯდებოდა და დაუჯდება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას. სწორედ ამ ფონზე გამოიყურება განსაკუთრებით უსუსურად, მეტი რომ არ ვთქვა, ხელისუფლების წარმომადგენლების ნებისმიერი არგუმენტი შერეული სისტემის დატოვებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ქვეყნის პარტიულ-პოლიტიკური სისტემა 2015 წელს გამოიყურებოდა მზად პროპორციული არჩევნებისთვის და 2017-ში ეს ასე აღარ არის? თუ ასეა, რა ჩაიდინა ამისთანა „ოცნებამ“ ამ ორ წელიწადში, რომ ასე უკუღმა დატრიალებულა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების ბორბალი?

ბატონო პრემიერ-მინისტრო, წინ ორი გზაა - თქვენი პოლიტიკური გუნდი ან ბოლომდე მიიყვანს 2015 წელს დაწყებულ საქმეს და 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ან იგი ერთპარტიულ ავტორიტარიზმს დაისახავს მიზნად და ამ მიზანს შეელეწება, როგორც ყველა მისი წინამორბედი. მახსოვს, ჩვენი საერთო ოცნება მსგავსი შელეწვებისგან ქვეყნის დაზღვევა იყო...",-აღნიშნულია დავით უსუფაშვილის განცხადებაში. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება