NGO-ები დეპუტატებს მოუწოდებენ თვითმმართველობის რეფორმაზე საკონსტიტუციოს მიმართონ

NGO-ები დეპუტატებს მოუწოდებენ თვითმმართველობის რეფორმაზე საკონსტიტუციოს მიმართონ
07 / 07 / 2017 12:05

არასამთავრობო ორგანიზაციები დეპუტატებს მოუწოდებენ საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილების ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართონ. ამის შესახებ არასამთავრობო სექტორის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. 

"კონსტიტუციის შეცვლა და თვითმმართველი ერთეულების შექმნა-გაუქმება ის ორი საკითხია, რომელთა გადაწყვეტაში მოსახლეობის ჩართულობის სავალდებულოობას საქართველოს კონსტიტუციამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. ისევე, როგორც კონსტიტუციის ცვლილების შემთხვევაში, თვითმმართველი ერთეულის შექმნა-გაუქმების დროსაც, მოსახლეობასთან საკითხის წინასწარი განხილვა სავალდებულო პროცედურაა. ამ პირობის დარღვევა საფრთხის ქვეშ აყენებს მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას და მისი ანტიკონსტიტუციურობის რისკებს ქმნის.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „თვითმმართველი ერთეულის გაუქმებას ან მისი ადმინისტრაციული საზღვრების გადასინჯვას წინ უნდა უსწრებდეს თვითმმართველ ერთეულთან კონსულტაციები“, რამდენადაც, „თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით“.

7 თვითმმართველი ქალაქისათვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებისას, საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო კონსტიტუციური ვალდებულების სათანადოდ შესრულება, კერძოდ, კონსულტაციების გამართვა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. შემდგომში, საქართველოს პარლამენტმა, რომლის უმთავრესი ფუნქცია კანონის შესრულებისა და მთავრობის კონტროლია, მთავრობის ინიციატივის განხილვისას არ იმსჯელა ზემოაღნიშნული კონსტიტუციური ვალდებულების დაცულობაზე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ დეპუტატებს, პირველ რიგში კი, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფ პოლიტიკურ ძალებს, გამოიყენონ კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილების ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით",-აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს 16 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამოქალაქო კულტურის საერთაშრისო ცენტრი,  ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, საქართველოს მედია კლუბი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ლიბერალური აკადემია - თბილისი, რეგიონის განვითარების ცენტრი, გორის საინფორმაციო ცენტრი, საუნჯე“, კონსტიტუციის 42-ე მუხლი

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება