ქაცარავა: ეუთოს ასამბლეის რეზოლუციაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარებაზე ცვლილება შევა

ქაცარავა: ეუთოს ასამბლეის რეზოლუციაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარებაზე ცვლილება შევა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, ასამბლეის დელეგატებმა რეზოლუციის პროექტზე იმსჯელეს. რეზოლუციაში, რომელშიც ეუთოს სივრცეში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე და კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეა საუბარი, საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებული ცვლილება აისახება.

კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული ჩანაწერის ტექსტი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ წარმოადგინა. რეზოლუციის პროექტის თანახმად, „საპარლამენტო ასამბლეა წუხილს გამოთქვამს საერთაშორისო ნორმების და პრინციპების შესაბამისად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით პროგრესის არარსებობის გამო. ასევე ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებით“.

რეზოლუციის პროექტის 32-ე პუნქტში ასევე არის მოწოდება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების და ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდების შესახებ.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებული ცვლილება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების საკითხებს შეეხება, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საბოლოო რეზოლუციის ტექსტში აისახება“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

რომან კაკულია დემპინგურ ფასებზე: ეს საფრთხე მართლაც არსებობს და საკითხს დეტალურად შევისწავლით

რომან კაკულია დემპინგურ ფასებზე: ეს საფრთხე მართლაც არსებობს და საკითხს დეტალურად შევისწავლით

13 ივნისი, 2018

ტრამპის ახალი ბრძანება 25-%იანი ტარიფის შესახებ და ანტიდემპინგური კანონის არარსებობა ქვეყანაში, საფრთხის წინაშე აყენებს მთლიანად ქართულ ინდუსტრიას. პრობლემები დაიწყო იმით, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან ქვეყნის...

ახალი სტატიები