საქართველომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა

საქართველომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა
07 / 07 / 2017 16:19

დემირელის კოლეჯის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ, - ამის შესახებ "აიპრესს" ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.

ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ მუსტაფა ემრე ჩაბუქმა 2017 წლის 31 მაისს, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მომართა.

სამინისტრომ განიხილა აღნიშნული განაცხადი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით. აღნიშნული კანონის თანახმად, ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით წარმოდგენილი განცხადება სამინისტრომ უნდა განიხილოს საექსტრადიციო დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.

სამინისტროს მიერ მომზადებული გადაწყვეტილება 2017 წლის 7 ივლისს ხელზე გადაეცემა მუსტაფა ემრე ჩაბუქის ინტერესების დამცველ ადვოკატს". 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება