ვაშაძე საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს: თუ გაურიგდებით "ოცნებას", იცოდეთ, რომ გაყიდულები ხართ

ვაშაძე საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს: თუ გაურიგდებით "ოცნებას", იცოდეთ, რომ გაყიდულები ხართ

"ქართული ოცნება არის ჩიხში და რაც არ უნდა იბაქიბუქოს, გამოსავალი უნდა მოიძიოს",-ამის შესახებ ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ რუსთავი 2-თან საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა. 

"შევიკრიბოთ მათ გარეშე პრეზიდენტთან, რა მნიშვნელობა აქვს მათ მოსვლას, მაგრამ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ რომელიმე საპარლამენტო პოლიტიკური პარტია გაურიგდა „ქართულ ოცნებას“, ეს პროცესი ჩამოიშლება. ამიტომ ვაფრთხილებ თითოეულ მათგანს, სულ სამი გვყავს ესეთი პარლამენტში, თუ გაურიგდებით, იცოდეთ, რომ თქვენ გიყიდათ „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ გეუბნებით, ამიტომ სჯობს ყველამ ხმამაღლა დააფიქსიროს პოზიცია, რომ ერთიანი ოპოზიცური პოზიციის გარეშე არც საპარლამენტო პარტიები არაფერს არ მოიმოქმედებენ, ცალკე, დამოუკიდებლად,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რომან კაკულია დემპინგურ ფასებზე: ეს საფრთხე მართლაც არსებობს და საკითხს დეტალურად შევისწავლით

რომან კაკულია დემპინგურ ფასებზე: ეს საფრთხე მართლაც არსებობს და საკითხს დეტალურად შევისწავლით

13 ივნისი, 2018

ტრამპის ახალი ბრძანება 25-%იანი ტარიფის შესახებ და ანტიდემპინგური კანონის არარსებობა ქვეყანაში, საფრთხის წინაშე აყენებს მთლიანად ქართულ ინდუსტრიას. პრობლემები დაიწყო იმით, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან ქვეყნის...

ახალი სტატიები