მცირე მეწარმეობის დასაწყებად გრანტი კიდევ 155 დევნილს გადაეცა

მცირე მეწარმეობის დასაწყებად გრანტი კიდევ 155 დევნილს  გადაეცა
10 / 07 / 2017 17:35

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ,  მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად, გრანტი კიდევ 155 დევნილს გადასცა. ამის შესახებ იძულებით გადადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას. 

დევნილებმა გრანტების საშუალებით შეიძინეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა,  საქონელი, ფრინველი, ფუტკრის სკები, მოაწყვეს სათბურები, ხეივნები, სათავსოები, სამკერვალოები, სილამაზის სალონები, საცხობები და სხვ.

საგრანტო პროგრამა „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 810,006 აშშ დოლარს შეადგენს. პროგრამის მიზანია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებენ.

პროგრამის ფარგლებში,  საქართველოს მასშტაბით,  უკვე დაფინანსებული იყო 475 დევნილი.

საგრანტო პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და  31 ივლისამდე გაგრძელდება.

 

გრანტები გაიცემა შემდეგ სამიზნე კატეგორიებზე:

·                     მარტოხელა მშობლებზე, რომლებიც ზრდიან არასრულწლოვან შვილებს;

·                     შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე ან მათ ოჯახის წევრებზე;

·                     25 წლის ან ნაკლები ასაკის ახალგაზრდებზე, რომლებიც მართავენ ოჯახს - დამოუკიდებლად უვლიან არასრულწლოვან დედმამიშვილებს;

·                     ხანდაზმულ პირებზე, რომლებიც ზრუნავენ არასრულწლოვან ობოლ შვილიშვილებზე.

 

საგრანტო განაცხადების მიიღება შესაძლებელია:

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო - ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოები:

-         ქ. ზუგდიდი, ხუბულავას ქ N6

-         ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. N27

საგრანტო განაცხადის გაკეთება ასევე შესაძლებელია: გურჯაანის, ბათუმის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, ქუთაისის, მარნეულის, თიანეთის, თელავის, ყვარლისა და მესტიის იუსტიციის სახლებში.

 

გარდა ამისა, განაცხადების მიღება მიმდინარეობს: კაზრეთის, სართიჭალის, მარტყოფის, მეჯვრისხევის, ორსანტიის, კოდის, სადახლოს, დიდი ჯიხაიშის, ჩაქვის, ჯვარის, გეგუთისა და გომის საზოგადოებრივი ცენტრებშიც. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება