ხოშტარია: ჩვენ ვნახეთ ძალიან სამარცხვინო და შემაშფოთებელი გაგრძელება რეპერების საქმის

ხოშტარია: ჩვენ ვნახეთ ძალიან სამარცხვინო და შემაშფოთებელი გაგრძელება რეპერების საქმის
11 / 07 / 2017 14:32

"ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია რეპერების საქმეს ეხმიანება და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს.

"რეპერების საქმეზე ჩვენ ვნახეთ ძალიან სამარცხვინო და შემაშფოთებელი გაგრძელება ამ საქმის. მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის გამაოგნებელი განცხადება სადაც ნაცვლად იმისა, რომ თავად შსს მინისტრმა აგოს პოლიტიკური პასუხი იმის გამო ,რომ რაც მოხდა მის უწყებაში როდესაც სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაიჩაგრნენ სახელმწიფოს მხრიდან შს მინისტრი აგრძელებს ამ ადამიანების სეურაცხყოფას.

შს მინისტრს არ ესმის აზრის გამოხატვის არსი და აგრძელებს კლიპზე საუბარს, შს მინისტრი ნაცვლად იმისა ,რომ იხდიდეს ბოდიშს ჩვენ ვიგებთ, რომ ის თანამშრომლები, რომელბმაც ეს სავარაუდოდ ჩაიდინეს შეჩერებულიც კი არ აქვთ უფლებამოსილება და შს მინისტრს საერთოდ არ ესმის უდანაშაულობის პრეზუმფციის მნიშვნელობა და კრიმინალებს ეძახის ამ ადმაიანებს, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო და მიუღებელი განვითარება ამ მოვლენების ,როდესაც უდანაშაულო მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც სახელმწიფომ საგანგაშოდ , ყველას გასაგონად უნდა მოუხადოს ბოდიში , დაიწერეს პოლიტიკური ქულები, ჩაფარცხეს ეს საქმე, ჩათვალეს,რომ საზოგადოებას დაავიწყდა და დღეს აგრძელებენ ამ ადამიანების ჩაგვრას.

მე ასევე ვესაუბრე გიორგი ქებურიას ოჯახის წევრებს , რომლებიც ასევე შეშფოთებულები არიან და დაბნეულები არიან რომ ეს ბიჭი , უდანაშაულო მოქალაქე აგრძელებს ისევ სტრესში ცხოვრებას დაატარებენ დაკითხვებზე ესმის საჯარო მუქარები და ჩვენ ვხედავთ, რომ სახლმწიფომ ნაცვლად იმისა, რომ მართლაც სამაგალითოდ დასაჯოს ის პოლიციელები და ზოგადად დაანგრიოს ის სისტემა, რომელიც ადამიანებს უდებს ნარკოტიკს თუ ზოგადად რეპრესიულ იარაღს იყენებს კიდევ აგრძელებნ ამ ადამიანებზე ზეწოლას.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, ნუ იფიქრებენ, რომ ამ ადამიანების მიმართ გააგრძელონ ასეთი საზარელი დამოკიდებულება შეეშვან თავისუფალ მოქალაქეებს მოიხადონ ბოდიში დასაჯანოს სისხლის სამართლებრივად და პოლიტიკურად ყველა ვინც ამ ბინძურ საქმესი არის გარეული და ზოგადად იფიქრონ სახელმწიფოს ფუნქციაზე, რომ სახელმწიფო ფუნქცია -თავისუფლება შეძრუდოს ადამიანების თუ პირიქით იდგეს ამის სადარაჯოზე

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება