კობახიძე: პრეზიდენტის მხრიდან კონსტრუქციულ როლზე საუბარი, ზედმეტია

კობახიძე: პრეზიდენტის მხრიდან კონსტრუქციულ როლზე საუბარი, ზედმეტია
11 / 07 / 2017 17:42

"ოთხი თვის განმავლობაში პრეზიდენტი არ ჩაერთო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, ასეთ პირობებში მისი მხრიდან რაიმე კონსტრუქციულ როლზე საუბარი, ბუნებრივია, არის ზედმეტი. ეს არის მისი არჩევანი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონსტიტუციის თემაზე მოლაპარაკებების გამართვასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თვითმიზანი არ არის კონსულტაციებში მონაწილეობა ან არმონაწილეობა.

„რაც შეეხება პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს, ჩვენთვის თვითმიზანი, ბუნებრივია, არ არის რაღაც კონსულტაციებში მონაწილეობა ან არმონაწილეობა. როდესაც პრეზიდენტი უარს ამბობდა აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზის გამო, ოთხი თვის განმავლობაში კომისიის მუშაობაში ჩართვაზე, ასეთ დროს მისი პოზიტიური როლის გამოკვეთა არის პრაქტიკულად შეუძლებელი. ეს არის მისი არჩევანი. მან გააკეთა თავისი არჩევანი. ოთხი თვის განმავლობაში პრეზიდენტი არ ჩაერთო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, ასეთ პირობებში მისი მხრიდან რაიმე კონსტრუქციულ როლზე საუბარი, ბუნებრივია, არის ზედმეტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება