საქართველოს ეროვნულ გვარდიას ირაკლი ჭუმბურიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს ეროვნულ გვარდიას ირაკლი ჭუმბურიძე უხელმძღვანელებს
12 / 07 / 2017 15:07

საქართველოს ეროვნულ გვარდიას პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დღეს ეროვნულ გვარდიაში მეთაურობის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი პირველად გაიმართა. სამინისტროში განმარტავენ, რომ ამით ის ახალი ტრადიცია გრძელდება, რომელსაც საფუძველი, მინისტრ ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, გასულ წელს გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალის გამართვით ჩამოყალიბდა.

ეროვნული გვარდიის ყოფილმა უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ პოლკოვნიკ ირაკლი ჭუმბურიძეს საპატიო წესით დროშა გადასცა.  საზეიმო ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.

გენერალური შტაბის უფროსმა პოლკოვნიკ ირაკლი ჭუმბურიძეს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.  სიტყვით გამოსვლისას, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული გვარდიის მეთაურობა თითოეული ოფიცრისთვის დიდი პატივია, რადგან საქართველოს შეიარაღებული ძალები, სწორედ, გვარდიის ბაზაზე ჩამოყალიბდა და განვითარდა. გენერალური შტაბის უფროსმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გვარდიელების გმირობის მაგალითებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს ეროვნული გვარდია რეგიონში ერთ-ერთი სამაგალითოა.

გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ეროვნული გვარდიის ყოფილ უფროსს მადლობა გადაუხადა და სამსახურეობრივი საშტატო იარაღით დააჯილდოვა. მან ბრიგადის გენერალ ლევან გამყრელიძეს, რომელიც სამსახურს უკრაინაში საქართველოს სამხედრო ატაშედ გააგრძელებს, წარმატებები უსურვა.

  ეროვნული გვარდიის მეთაურად დანიშვნამდე პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე გენერალურ შტაბში J-2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. ოფიცერი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში (1992-1993 წლებში) მონაწილეობდა. ის ავღანეთისა (2014-2015) და ერაყის (2007-2008) სამშვიდობო მისიებშიც იყო ჩართული. პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ უკრაინის თავდაცვის ეროვნული აკადემია 2001 წელს დაამთავრა. მან გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ოფიცერთა მოსამზადებელი კურსები 1993-1994 წლებში გაიარა. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები. 

უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალის შემდეგ, ეროვნული გვარდიის ყოფილმა და ახალმა უფროსებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებულ გვარდიელთა მემორიალი გახსნეს. მემორიალი გვარდიის კაპელანმა მამა მიქაელ (კირკიტაძემ) აკურთხა. 

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ნუკრი გელაშვილი და ზაალ კაპანაძე, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები - ბრიგადის გენერლები შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ. ღონისძიებაზე, ასევე მოწვეული სტუმრები, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გვარდიელთა ოჯახის წევრები, გენერალური შტაბისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება