ციხელაშვილი: ცხინვალის რეგიონი მავთულხლართებით სრულიად იზოლირებულია დანარჩენი მსოფლიოსგან

ციხელაშვილი: ცხინვალის რეგიონი მავთულხლართებით სრულიად იზოლირებულია დანარჩენი მსოფლიოსგან

“ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად, მავთულხლართებით სრულად იზოლირებულია დანარჩენი მსოფლიოსგან და დანარჩენი საქართველოსგან", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„გუშინ იყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ერგნეთში. ჩვენი საუბრის ერთ-ერთი თემა გახლდათ ის, რომ მოვძებნოთ ჰუმანიტარული გამოსავალი იმ პირობებშიც კი, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით და ეს არ არის ამ პრობლემების სრულმასშტაბიანი გადაჭრა, მაგრამ იმ პირობებშიც კი, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს ჰუმანიტარული წვდომა საკუთარ მიწებზე, საკუთარ კარმიდამოზე, აიღონ მოსავალი, რამდენადაც ეს არის მათთვის ძალიან ხშირად შემოსავლის ერთადერთი წყარო.

მე მაინც მინდა დღესაც გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ შევძლებთ ამ მიმართულებით მაინც გამოვნახოთ საერთო ენა, რადგან საქმე ეხება ადამიანებს და უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამგვარი ქმედებები ძალიან ბევრ ადამიანს უქმნის პრობლემას და სხვათაშორის, არა მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, არამედ გამყოფი ხაზების იქეთ მხარეს - ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად, მავთულხლართებით სრულიად იზოლირებულია დანარჩენი მსოფლიოსგან და დანარჩენი საქართველოსგან და გადააგილების თავისუფლების თვალსაზრისით ამას თვითონ ოსური მხარეც ადასტურებს. ე.წ. სტატისტიკაც შემიძლია მოგიყვანოთ, რომ გაცილებით ბევრი ადამიანი ზარალდება ამ მავთულხლართებით და შეზუდვებით ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლები იმ მცდელობისას, როცა ისინი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერირტორიაზე გადმოსვლას ცდილობენ.

მაგალითად, შარშან 3-ჯერ მეტი ადამიანი დააკავეს, ვიდრე პირიქით. მემგონი ეს სტატისტიკა ძალიან მეტყველია იმის თაობაზე, რომ ასეთი ზომები მიმართულია ადამიანების წინააღმდეგ და დღეს ჩვენ შეგვიძლია რეალურად გადავდგათ ნაბიჯები, რომ ადამიანებს არათუ დავუმძიმოთ, არამედ შევუმსუბუქოთ ისედაც რთული ვითარება“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები