სუბარი: წყალტუბოში, ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დადგენილ ვადებში ვერ ასრულებს

სუბარი: წყალტუბოში, ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დადგენილ ვადებში ვერ ასრულებს
13 / 07 / 2017 11:05

იძლებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, წყალტუბოში, 560 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 8 ათსართულიანი კორპუსი აშენდება. ამ ეტაპზე, უკვე ორი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც ბინას 140 დევნილი ოჯახი მიიღებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ კორპუსების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. სოზარ სუბარის განცხადებით, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია სამუშაოებს, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, ვერ ასრულებს.

„სამშენებლო სამუშაოების განსაზღვრულ ვადებში შესრულებას, გარკვეულწილად, ბუნებრივმა მოვლენებმა შეუშალა ხელი. საძირკველში წყალი ჩადგა და მუშაობა შეუძლებელი იყო. ამიტომაც, შევთანხმდით მშენებელთან, რომ ამ ეტაპზე არ ვწყვეტთ ხელშეკრულებას და გარკვეულ ვადას ვაძლევთ, რათა გრაფიკს დაეწიოს. მინდა ხელი შევუწყო კეთილსინდისიერ მშენებლებს, მაგრამ დევნილების ხარჯზე ეს ვერ მოხდება. იმედი მაქვს, რომ ისინი დაეწევიან გრაფიკს და 2018 წლის გაზაფხულზე ბინებს ჩაგვაბარებენ“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2 კორპუსის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და ხელშეკრულების შესაბამისად, 2018 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. 7 734 243 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ორნამენტი“ აწარმოებს. მშენებლობაზე დასაქმებულთა დიდი ნაწილს დევნილები წარმოადგენენ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება