ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ევროპისგან ყოველდღიურად ვიღებთ

ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ევროპისგან ყოველდღიურად ვიღებთ

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ ევროპისგან. ყველა ეს ნაბიჯი, საბოლოო ჯამში, გადადგმული უნდა იყოს იქითკენ, რომ სწრაფად მოხდეს ქვეყანაში ძირითადი ინფრასტრუქტურის დასრულება, რომელმაც უნდა გააძლიეროს საქართველოს ტრანზიტული პოტენციალი, ასევე უნდა შემატოს ჩვენს ქვეყანას რეგიონებს შორის დამაკავშირებელი შესაძლებლობები და გააადვილოს ქვეყნით შიგნით გადაადგილება,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან გაფორმებული შეთანხმებების გაფორმების შემდეგ, რომელიც ბათუმში გაიმართა.

ხელმოწერა ბათუმში მიმდინარე მე-14 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში გაიმართა.

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში, 250 მლნ ევროს დაფინანსებას გამოყოფს. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ფინანსური ხელშეკრულებით საქართველოსათვის გამოყოფილი იქნა 250 მლნ ევრო საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 253 კმ-ის ძირითადი და მეორადი გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის.

გარდა ამისა, ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია დამატებით 3.5 მლნ ევროთი დაფინანსდება. აღნიშნული თანხა დაემატება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილ 20 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რაც საჭირო გახდა ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები