ქუმსიშვილი: შემოდგომიდან "სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის განახლების პროექტი დაიწყება

ქუმსიშვილი: შემოდგომიდან "სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის განახლების პროექტი დაიწყება
14 / 07 / 2017 16:41

„სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის - წლის დასაწყისიდან 66 ათასმა სატვირთო ავტომობილმა გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი, ხოლო 37 ათასი სატვირთო ავტომანქანა გასულია ჩვენი ქვეყნიდან - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის დათვალიერების შემდეგ განცხადა.

მისი თქმით, საბაჟო-გამშვები პუნქტი მოემსახურა მილიონ 700 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის შემოდგომიდან დაიწყება „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის განახლების პროექტი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, საბაჟო-გამშვები პუნქტი იყოს მოწესრიგებული. „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა დღეს გამართულია, მაგრამ აუცილებელია მისი განახლება. აღნიშნული პროცესი 2018 წლის გაზაფხულამდე მთლიანად დასრულდება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 

ფინანსთა მინისტრმა პირადად დაათვალიერა საბაჟო-გამშვები პუნქტი, სადაც გაეცნო მგზავრთა ნაკადისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლას. 

პირველი ვიცე-პრემიერი დაინტერესდა, რამდენად ეფექტიანად ფუნქციონირებს „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი ზაფხულის ტურისტული სეზონიდან გამომდინარე გაზრდილი მგზავრთა ნაკადის პირობებში. 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თურქეთის მხარეს, „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციისას, მგზავრების, ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ქართველი და თურქი მებაჟეების კოორდინაციის საკითხებზე.

როგორც აღინიშნა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ტრანზიტულ, საექსპორტო და საიმპორტო ტვირთების მოძრაობას ხელი არ შეეშალოს.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება