ქუმსიშვილი: TIR პარკინგის სისტემა "სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის გამტარიანობას ხელ შეუწყობს

ქუმსიშვილი: TIR პარკინგის სისტემა "სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის გამტარიანობას ხელ შეუწყობს
14 / 07 / 2017 17:08

"სატვირთო ავტომობილებისთვის რიგების მართვის ელექტრონული სისტემა ხელს შეუწყობს „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის გამტარიანობის, შესაბამისად, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდას“, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ახალი ელექტრონული სისტემის ე.წ. TIR პარკინგის შეფასებისას გააკეთა.

აღნიშნული სისტემა მიმდინარე წლის 5 ივლისიდან ამოქმედდა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, დიდი ზომის სატვირთო ავტომობილებისთვის მუდმივად პრობლემა იყო ის, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტის დროულად გადაკვეთისთვის, მათ სჭირდებოდათ მოწესრიგებული რიგის სისტემა.

„ფინანსთა სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომლის შედეგადაც დღეს რიგი მოწესრიგებულია. TIR პარკები უნდა აკმაყოფილებდნენ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს. შესაბამის ნებართვას TIR პარკინგის მოწყობისთვის იძლევა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საპატრულო პოლიციასთან ერთად, უზრუნველყოფს რიგების მართვის ელექტრონული სისტემის მართვას,“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული სისტემა საშუალებას იძლევა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეუფერხებლად მოხდეს სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

5 ივლისიდან, საზღვართან არსებული რიგების მოწესრიგებისა და შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმართულებით მიმავალი ყველა სახის სატვირთო ავტომანქანა, მიუხედავად იმისა ცარიელია თუ დატვირთული, გამშვებ პუნქტში გამოცხადებამდე, ვალდებულია განთავსდეს ხელვაჩაურის რაიონში მდებარე „ფიგოილის“ ან „ლიგას“ ავტოსადგომზე, საიდანაც ავტომანქანების გაშვება ხორციელდება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რიგების მართვის ელექტრონული სისტემის მიხედვით.

ინფორმაცია საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან მდებარე ავტოსადგომებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ონლაინ რეჟიმში განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე http://rs.ge/6278

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება