მერია: მშობლებმა, რომლებმაც ბაღებში ბავშვი ვერ დაარეგისტრირეს, ბაღის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ

მერია: მშობლებმა, რომლებმაც ბაღებში ბავშვი ვერ დაარეგისტრირეს, ბაღის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2017-2018 საყოველთაო რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 13:00 საათზე დაიწყო და ტექნიკური შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.

ბოლო მონაცემებით, პირველ და მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულია 11 000-ზე მეტი აღსაზრდელი, ხოლო ვაკანტური რჩება 1300-ზე მეტი ადგილი.

რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის www.kids.org.ge. –ს საშუალებით.

მერიაში განმარტავენ, რომ ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე კი საბავშვო ბაღებში არსებული სათათბირო ორგანოების მეშვეობით, მოხდება იმ აღსაზრდელთა დარეგისტრირება, რომელთა რეგისტრაციაც ვერ მოხერხდა ელექტრონულად. ამისათვის, მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ კონკრეტული საბავშვო ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას.

რეგისტრაციაში ასევე ჩართულია 5 ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც სექტემბერში გაიხსნება და 1500-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებს.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები