მშვენიერაძე: ხელისუფლებამ შანსი გაუშვა, სასამართლოს უკეთესი დამოუკიდებლობის მიეღწია

მშვენიერაძე: ხელისუფლებამ შანსი გაუშვა, სასამართლოს უკეთესი დამოუკიდებლობის მიეღწია

"სამწუხაროა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ძალიან მნიშნელოვანი შანსი გაუშვა ხელიდან საქართველოში სასამართლოს რეალურად უკეთესი დამოუკიდებლობა მოეპოვებინა, ვიდრე ეს ჰქონდა წინა ხელისუფლების პირობებში",-ამის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. 

"სამწუხაროა, რომ ახალი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაც თვლის, რომ ღირსეულად უნდა გააგრძელოს ის საქმე, რაც წინა შემადგენლობას ჰქონდა და ის კავშირები, რომელზეც ხშირად საჯაროდ ან არასაჯაროდ ვსაუბრობთ, საუბარია ბატონი ჩინჩალაძის, ბატონი ზარდიაშვილის კავშირებზე და საუბარია ამ კავშირების შედეგად გარკვეულ მოსამართლეებზე გავლენის მოპოვებაზე, რომელსაც ახერხებს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება, არანაირ წუხილს არ იწვევს დღევანდელი ხელისუფლების",-განაცხადა მშვენიერაძემ. 

ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა საოცრად არაეთიკური იყო!

ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა საოცრად არაეთიკური იყო!

27 ივლისი, 2017

"საოცრად არაეთიკური იყო გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა! ორმაგად სამწუხარო ამ ყველაფერში ის არის, რომ არ გამკვირვებია!",-საია-ს ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძისა და პარლამენტის...

ახალი სტატიები