საგარეო უწყება: თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოს 38 მოქალაქე დაშავდა

საგარეო უწყება: თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოს 38 მოქალაქე დაშავდა

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 38 ადამიანია დაშავებული, მათ შორის ბავშვები. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დაშავებულები განაწილებულნი არიან რეგიონის 4 კლინიკაში.

"გაცნობებთ, რომ დღეს, 16 ივლისს, გირესუნის მახლობლად (120 კმ. ტრაპიზონიდან და 320 კმ. სარფიდან) მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ავტობუსში იმყოფებოდა ბავშთა ცეკვის ანსამბლი. მსხვერპლი არ არის, დაშავებულია 38 ადამიანი და განაწილებულნი არიან რეგიონის 4 კლინიკაში. მათ მოსანახულებლად შემოვლაზეა გენსაკონსულოს სრული შემადგენლობა, ამოწმებენ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას. მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან დაშავებულების ოჯახის წევრებთან",-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები