ბაია პატარაია: ჯგუფური გაუპატიურების მუქარა არ უნდა შერჩეს კორკოტას და მის ამფსონებს

ბაია პატარაია: ჯგუფური გაუპატიურების მუქარა არ უნდა შერჩეს კორკოტას და მის ამფსონებს

"მოქმედებისკენ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, მედიას, საზოგადოებას! ჯგუფური გაუპატიურების მუქარა არ უნდა შერჩეს კორკოტას და მის ამფსონებს.
დაე, ყველამ იცოდეს მათი ნამდვილი სახე!",-ამის შესახებ კავშირ "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს. 

"მოვითხოვთ გამოძიებასაც. გუშინ როცა რეალურად იგრძნეს ხალხის რისხვა, ეგრევე უარყვეს საკუთარი სიტყვა. იმის გამბედაობაც კი არ აქვთ, რომ საკუთარი მამაძაღლური სიტყვა ბოლომდე დაიცვან.

ყველამ უნდა გაიგოს სინამდვილეში რაც არიან და ყველამ თვითონ შეაფასოს ეს. კორკოტები "ქართველობას" კი არ იცავენ, იმავე ქართველ ქალებს ემუქრებიან ჯგუფური გაუპატიურებით საჯაროდ, ყველას თვალწინ",-წერს ბაია პატარაია. 

გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი ელჩის, თათია დოლიძის მისამართით "ქართველთა მარშის" ორგანზიატორების ძალადობრივი განცხადებები გუშინ საღამოს გავრცელდა.

ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა საოცრად არაეთიკური იყო!

ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა საოცრად არაეთიკური იყო!

27 ივლისი, 2017

"საოცრად არაეთიკური იყო გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა! ორმაგად სამწუხარო ამ ყველაფერში ის არის, რომ არ გამკვირვებია!",-საია-ს ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძისა და პარლამენტის...

ახალი სტატიები