ნავთობისა და გაზის კორპორაციამ კახეთის მაგისტრალური გაზსადენის "თელავი-ახმეტის" ახალი მონაკვეთი ააშენა

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ კახეთის მაგისტრალური გაზსადენის "თელავი-ახმეტის" ახალი მონაკვეთი ააშენა

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ კახეთის მაგისტრალური გაზსადენის "თელავი-ახმეტის" 27 კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა დაასრულა.

300 მმ დიამეტრის გაზსადენის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანია შპს „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაკშენ“-მა განახორციელა.
„თელავი-ახმეტის“ ახალი 27 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობით მაგისტრალური გაზსადენის კახეთის განშტოების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულდა. პროექტის შემდეგად გაზსადენის დაზიანებულ მონაკვეთზე 1976 წელს აშენებული 200 მმ დიამეტრის ამორტიზებული მილები ახალმა, 300 მმ დიამეტრის მილებმა ჩაანაცვლეს. ახალი მილსადენით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება კახეთის რეგიონის ბუნებრივი გაზით შეუფერხებლად მომარაგება.

მშენებლობის ღირებულება 2 493 483 ლარია (მილებისა და სხვა სამშენებლო მასალების ღირებულების გარეშე).

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

27 აგვისტო, 2018

რამდენიმე დღის წინ მესტიაში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები