ომბუდსმენის აპარატი: სასამართლომ N8 ციხის დირექტორი სამართალდამრღვევად ცნო

ომბუდსმენის აპარატი: სასამართლომ N8 ციხის დირექტორი სამართალდამრღვევად ცნო

14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ნოდარ ქინქლაძე და სახდელის სახით დააკისრა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი იუწყება. 

"2017 წლის 4 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები მსჯავრდებულ ჯ.ს.-ს მონახულების მიზნით N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. აღმოჩნდა, რომ მსჯავრდებული ამ პერიოდისთვის გადაყვანილი იყო ლ. სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისგან საქმის წარმოების გაგრძელებისთვის საჭირო დოკუმენტაცია გამოითხოვეს. თუმცა, კანონის აღნიშნული მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს მოთხოვნილი ინფორმაცია დაუყოვნებლივ არ მიეწოდათ.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება საქართველოს სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.“

იმავე დღეს, 2017 წლის 4 აპრილს მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უსაფრთხოების ზომების კანონიერების შემოწმების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წერილით მიმართა N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს და მოითხოვა ინფორმაცია მის მიმართ გამოყენებული უსაფრთხოების ზომების თაობაზე, სახალხო დამცველის აპარატმა პასუხი ვერც წერილზე მიიღო.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „მასალა, საბუთი, სხვა ინფორმაცია და ახსნა-განმარტება საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს მოთხოვნის მიღებისთანავე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მასალა, საბუთი და სხვა ინფორმაცია მოთხოვნილია წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, საბუთი და სხვა ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს 10 დღის ვადაში",-აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები