პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო თათია დოლიძის მიმართ ძალადობრივ განცხადებებს გმობს

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო თათია დოლიძის მიმართ ძალადობრივ განცხადებებს გმობს

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო თათია დოლიძის მიმართ გავრცელებულ ძალადობრივ განცხადებებს ეხმიანება:

"საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო კატეგორიულად გმობს გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ძალადობრივ განცხადებებს.

საბჭოს შეფასებით თათია დოლიძის შემთხვევა არ არის პირველი, როდესაც ქალი ხდება განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი მისი საზოგადოებრივი აქტიურობისა თუ წარმატების გამო. მსგავსი უხეში ფორმები ხშირად გამოიყენება ქალის საჯარო სივრციდან განდევნის საშუალებად, რაც პრინციპულად მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

საბჭო მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და ინტერესით ელოდება გამოძიების შედეგებს",-აღნიშნულია განცხადებაში. 

თათია დოლიძის მიმართ "ქართველთა მარშის" ორგანიზატორების ძალადობრივი განცხადებები სოციალურ ქსელში ორი დღის წინ გავრცელდა. 

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები