ჯანელიძე: დემოკრატიული პროცესები ხელს გვიწყობს, რომ წარმატებული ვიყოთ საგარეო ასპარეზზე

ჯანელიძე: დემოკრატიული პროცესები ხელს გვიწყობს, რომ წარმატებული ვიყოთ საგარეო ასპარეზზე
19 / 07 / 2017 10:45

„დემოკრატიული პროცესები, რომელიც ქვეყანაში ვითარდება, ხელს გვიწყობს, რომ წარმატებული ვიყოთ საგარეო ასპარეზზე“, - აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ამბასადორიალი 2017-ის ფარგლებში ჟურნალისტებთან განაცხადა. დღევანდელი დილის პანელის თემა - დემოკარტიული საქართველო იქნება.

„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია იმით, რომ ჩვენ ყველა პრიორიტეტზე ვიმსჯელებთ სხვადასხვა მინისტრებთან და მთავრობის წევრებთან ერთად. ასევე პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წევრებთან ერთად.

ჩვენი დღევანდელი სესია იხსნება პანელით, რომელიც მიეძღვნება დემოკრატიულ პროცესებს ჩვენს ქვეყანაში და რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე იუსტიციის მინისტრი.

დემოკრატიული პროცესები, რომელიც ქვეყანაში ვითარდება, ხელს გვიწყობს, რომ წარმატებული ვიყოთ საგარეო ასპარეზზე და მივაღწიოთ ყველა იმ მნიშვნელოვან შედეგს საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ქვეყნის შიგნით განვითარებული პროცესები ამისთვის არის უმნიშვნელოვანესი.

ვიმსჯელებთ იმ შემდგომ რეფორმებზე, ნაბიჯებზე, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და გააძლიერებს ჩვენს ნაბიჯებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დღეს გაიმართება შეხვედრა არამხოლოდ სამთავრობო და პარლამენტის წევრებთან, არამედ სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან. საგარეო საქმეთა სამინისტრო ღიაა ამ კომუნიკაციისთვის. ჩვენ რეგულარული შეხვედრები დავიწყეთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, სადაც შევაჯამეთ ჩვენი საქმიანობა. დღესაც მოგვეცემა შესაძლებლობა უკვე ელჩებთან და მისიების ხელმძღვანელებთან ერთად ვიმსჯელოთ, თუ რა გამოწვევებია, რა შესაძლებლობებია და როგორ შეიძლება იყოს უფრო მეტი ერთობა საერთო პრიორიტეტების მიღწევის კუთხით“, - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება