ქვეწარმავლებზე ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში 600 შეტყობინება შევიდა

ქვეწარმავლებზე ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში 600 შეტყობინება შევიდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფრომაციით, ამ ეტაპზე ქვეწამავლებთან დაკავშირებით 600-ზე მეტი გამოძახება ფიქსირდება. სააგენტოს ხელმძღვანელი თემურაზ ფხალაძე განმარტავს, რომ გამოძახებები ტემპერატურის მატებასთან ერთად დაიწყო, თუმცა, ეს რიცხვი შარშანდელ ამ პერიოდთან შედარებით უფრო მცირეა. მისივე თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სამსახური პრევენციულ ღონისძიებებსაც მიმართავს. 

"ყველა უბნიდან შემოდის შეტყობინებები. მოქალაქე რომელიც ქვეწარმავალს აღმოაჩნეს 112-ზე უნდა დარეკოს. შემთხვევები მომატებული არ არის, დაკლებულია,  ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენაა, ქვეწარმავლები ყოველთვის იყო და იქნება. ვრეაგირებთ ოპერატიულად, 24 საათის განმავლობაში სრულ მზადყოფნაში ვართ და პრევენციულ ღონისძიებებს ვახორციელებთ. 

ხდება ტერიტორიების დამუშავება სპეციალური ხსნარებით, ეს არის ყველაზე აპრობირებული მეთოდი, თუმცა, არ არის 100 %-იანი გარანტია.რამოდენიმე რაიონში მივმართეთ ამ ღონისძიებებს და ვაგრძელებთ. დავამუშავათ კრწანისის ტერიტორია, სამგორის ნაწილი, არ არის დასრულებული ბოლომდე და კიდევ მიმდინარეობს მუშაობა",-განაცხადა თეიმურაზ ფხალაძემ. 

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები