წალკის სამედიცინო ცენტრს სმენის სკრინინგის აპარატი გადაეცა

წალკის სამედიცინო ცენტრს სმენის სკრინინგის აპარატი გადაეცა
20 / 07 / 2017 15:36

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა აშშ-ის ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენელ კარლ ვაითთან ერთად, წალკაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებას ახალშობილთა სმენის სკრინინგის აპარატი გადასცა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

10 ახალი მოწყობილობა შესაბამისი კრიტერიუმებით შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში განაწილდება. მედპერსონალმა აღჭურვილობის მოხმარებისთსვის შესაბამისი სწავლებაც გაიარა. ამ დრომდე სმენის სკრინინგის აპარატი მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 4 კლინიკას ჰქონდა.

ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროექტის გაფართოების შედეგად, ამ აპარატურით უკვე 14 სხვადასხვა კლინიკა აღიჭურვება. მოწყობილობების საშუალებით, ახალშობილთა სმენის სკრინინგის ჩატარება სამედიცინო დაწესებულებაშივე იქნება შესაძლებელი. აშშ-ის ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია „National Center for Hearing Assessment and Management“-მა ახალშობილთა სმენის სკრინინგის 4 აპარატი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 2016 წელს გადასცა.

მოწყობილობები შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების სამეანო საქმიანობის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში განაწილდა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება