პრეზიდენტმა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების კანონპროექტს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების კანონპროექტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ "ადილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო.

ცნობისთვის, პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კოდექსი მიმდინარე წლის 30 ივნისს მიიღო. ცვლილების თანახმად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოდ ყველა მუნიციპალიტეტში განისაზღვრება „მერი“. კანონიდან ამოდის „გამგებელი“ და შესაბამისად, კოდექსის მთელ რიგ მუხლებში ხორციელდება ტერმინოლოგიური სახის ცვლილება.

ამასთან, კანონპროექტით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება და ასეთი სტატუსი ექნება მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს. გარდამავალი დებულებით დგინდება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნების ჩატარების წესი, აგრეთვე საქართველოს მთავრობისა და მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი ცალკეული ღონისძიებები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

12 ივლისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტზე, ნატო - საქართველო - უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში მოკლე შეხვედრა გამართა აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ...

ახალი სტატიები