დავით ზურაბიშვილი: შსს მინისტრმა გვამცნო, რომ მუხთარლი ყოფილა "ჩელავეკ-ნევიდიმკა"

დავით ზურაბიშვილი: შსს მინისტრმა გვამცნო, რომ მუხთარლი ყოფილა "ჩელავეკ-ნევიდიმკა"

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ქართველთა მარშია ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და აზერბაიჯენლი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის შესახენ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბრიფინგს ეხმიანება. 

"ბესელიას ეჭვი არ ეპარება კორკოტას პატრიოტობაში, კორკოტას ეჭვი არ ეპარება იმაში რომ საძმოში რომ კაცური ბაზარია, იქ გაუპატიურების მუქარა პროსტო აბაროტია რაზგავორში, ამასობაში ამ რაზგავორის ობიექტის ქმარს ეჭვი არ ეპარება რომ ცხრა წელი რომ ხალხს სისხლს წოვდნენ, იმათ ხმა არა აქვთ ამოსაღები რაზეც არ უნდა ელაპარაკათ იმ ბიჭებს, რომელთა პატრიოტიზმში ბესელიას ეჭვი არ ეპარება და ამაზე პრინციპში თანახმა არიან ამ ხელისუფლების მომხრეები, კორკოტას და ბიჭების ბაზარიც მამენტ რადნოი პონტად რომ უჩანთ, ოღონდ გოგოზე არ უნდა ეკადრა, რომელიც ნაცი ხომ არაა და ქმარი ვაფშემც მოროშკინას ახლობლის შვილია, რის გამოც მას ფსევდოლიბერალი (ფსევდო იმიტომ რომ ნაღდი ლიბერალი მათი აზრით ილიაა, რომელიც თან ქოცი ჰგონიათ) ნაცები აბულინგებენ, რაზედაც ოცნების შედარებით პრადვინუტი ნაწილი აცხადებს, რომ ეს ფსევდოები და კორკოტას საძმო ერთი მედლის ორი მხარეა, მიუხედავად იმისა, რომ ბესელიას ერთი მხარის პატრიოტობაში ეჭვი არ ეპარება და სანამ ესეთი ამბავია, შსს მინისტრმა გვამცნო, რომ მუხთარლი ყოფილა ჩელავეკ-ნევიდიმკა და კამერებში ისევე არ ჩანს, როგორც ვამპირი სარკეში და ამის გამო, მან ყოველ შემთხვევისთვის თანამდებობიდან გაათავისუფლა კონტრდაზვერვის უფროსი, მიუხედავად იმისა, რომ ის საერთოდ არაა შსს-ს დაქვემდებარებაში და თან მის უდანაშაულობაში მინისტრს ისევე არ ეპარება ეჭვი, როგორც ბესელიას კორკოტას პატრიოტობაში.
მოკლედ, აეგრე ვცხოვრობთ რა",-წერს დავით ზურაბიშვილი. 

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

17 ივლისი, 2018

"პუტინს მის ყოფილ კოლონიაში თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტი ეწვია რომელმაც ურთიერთობების გაფუჭება თავისივე ქვეყანას დააბრალა. ეს იმის მერე რაც თავისუფალი სამყაროს ლიდერი ევროპაში ყველას ეჩხუბა", - ამის შესახებ წერს...

ახალი სტატიები