NDI: არჩევნების წინ სამი წინააღმდეგობრივი რეფორმა მიმდინარეობს

NDI: არჩევნების წინ სამი წინააღმდეგობრივი რეფორმა მიმდინარეობს

"არჩევნების დღესთან ახლოს სამი წინააღმდეგობრივი რეფორმა მიმდინარეობს, რომელსაც საკმარისი გამჭირვალობა და ჩართულობა აკლია",-ამის შესახებ NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის ანგარიშშია აღნიშნულია, სადაც საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემოა შეფასებული. 

"ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რომელიც მრავალი წელია საქართველოში პრობლემად რჩება, დღესაც დიდი გამოწვევაა. მედიას უჭირს საზოგადოებისთვის სანდო და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება საარჩევნო სუბიექტების შესახებ, მაშინ როდესაც პლურალისტური პოლიტიკური დისკუსიებისთვის საეთერო სივრცის შემცირება შეინიშნება. ამასთანავე, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია საარჩევნო გარემოში მტრული დამოკიდებულებების გაღვივებას უწყობს ხელს",-აღნიშნულია ანგარიშში. 

“2017 წლის არჩევნები მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს კანდიდატებს და პარტიებს, აქცენტი გააკეთონ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მოსახლეობა იმედგაცრუებულია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მათი მოლოდინები ვერ გამართლდა,

საქართველოს აქვს უნარები, დრო, მხარდაჭერა, გამოცდილება და რესურსები, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი გაითვალისწინოს. ამისთვის საკმარისი პოლიტიკური ნებაა საჭირო” - განაცხადა NDI-ის დელეგაციამ. 

დელეგაციამ რიგი რეკომენდაციები შეიმუშავა, მათ შორის: უფრო ინკლუზიური და კონსენსუსზე დაფუძნებული საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმების პროცესის უზრუნველყოფა; პოლიტიკური პარტიების მიერ საერთო ქცევის წესებზე შეთანხმების აუცილებლობა, რაც ხაზს გაუსვამს არაძალადობრივი კამპანიის ჩატარების მზაობას; პარტიების შიდა ქცევის წესებისა და პრაქტიკის შეცვლა, რათა მეტი ქალი კანდიდატების მოზიდვა მოხდეს; პარტიულ სიებში ქალთა მინიმუმ 30 პროცენტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის დათვლისა და შეჯამების პროცედურებზე ტრენინგების ჩატარება; დეზინფორმაციის შესუსტების კონკრეტული სტრატეგიების შემუშავების აუცილებლობა; მომხდარი ძალადობის შემთხვევების მიუკერძოებელი და დროული გამოძიება; ადგილობრივი მედია საშუალებებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მხარდაჭერის გაზრდა. 

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები