პატარაია:თათია დოლიძის მიმართ მუქარები,იმ ღირებულებებს ეწინააღმდეგებაც,რომელსაც თითქოს იცავენ

პატარაია:თათია დოლიძის მიმართ მუქარები,იმ ღირებულებებს ეწინააღმდეგებაც,რომელსაც თითქოს იცავენ

„ის მუქარები, ის უკიდურესი შეურაცხყოფა, რაც განხორციელდა თათია დოლიძის მიმართ, ეწინააღმდეგება ქართველობასაც, ადამიანის უფლებებს, ქალის პატივისცემას და ყველა იმ ქართულ ღირებულებას, რომლის დასაცავად, თითქოს, ისინი იბრძვიან",-ამის შესახებ კავშირ საფარის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. 

"ჩვენ ველოდით ყველას ქალთა სოლიდარობის მარშზე, იმიტომ რომ მგონი ამ მარშის მიზანი და მოწოდებები ყველსათვის მისაღებია და ჩართვები რომლებიც გქონდათ ცხადყოფს იმას, რომ დიდწილად ჩვენ ერთმანეთს ვეთანხმებით, ვგულისხმობ განცხადებებს იმაზე, რომ ძალადობას ეროვნება აქ აქვს და ქალთა მიმართ ძალადობა უნდა შეწყდეს. იქ (აქციაზე) არ ყოფილან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, მე რამდენადაც ვნახე. ეს გულსადასწყვეტია, იმიტომ რომ სხვა პარტიის წარმომადგენლები იყვნენ და ძალიან ბევრი ადამიანი იყო იქ მოსული, ეს იყო სოლიდარობის გამომხატველი აქცია",-განაცხადა ბაია პატარაიამ. 

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები