15 სოფლის დამაკავშირებელი თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

15 სოფლის დამაკავშირებელი თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა- რეკონსტრუქცია დაასრულა.

ახალი გზა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამშენებლო მონაკვეთი გაივლის თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებს და ერთმანეთთან 15-მდე სოფელს დააკავშირებს. პროექტის შესაბამისად, გაკეთდა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, 2 სახიდე გადასასვლელი, რკინა-ბეტონის მილები, კიუვეტები, საყრდენი კედლები და გაბიონები. ასევე, მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები და საგზაო ნიშნები.

სამინისტროში განმარტავენ, რომ თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი წლების განმავლობაში ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი და წყლის აცილების სისტემა მწყობრიდან გამოსული. სამუშაოების დასრულების შემდეგ, არსებული პრობლემები სრულად მოგვარდა. პროექტის განხორციელებისთვის 21 000 000 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

07 ივნისი, 2018

ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს.  "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად...

ახალი სტატიები