პრეზიდენტი პატრიარქს: თქვენგან ვისწავლეთ რწმენა ფანატიზმის გარეშე, ძალა აგრესიის გარეშე

პრეზიდენტი პატრიარქს: თქვენგან ვისწავლეთ რწმენა ფანატიზმის გარეშე, ძალა აგრესიის გარეშე

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერთან და პატრიარქთან ერთად საპატრიარქოს შემოწირული თანხებით აშენებული სასტუმროს "სნო'' გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

სასტუმრო სოფელ სნოში პატრიარქის რეზიდენციის ტერიტორიაზე აშენდა და კონცეფციის მიხედვით, სასტუმროდან შემოსული თანხა სოფლის განვითარებას და ადგილოვრივ მოსახლეობას მოხმარდება.

დღესვე ახალი წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა. ოთხტომეული პატრიარქის პირად მიმოწერას აერთიანებს.

ცერემონიაზე შეკრებილ სტუმრებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიტყვით პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართა და ქვეყნის განვითარებაში ეკლესიის უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრა.

"თქვენგან ჩვენ ვისწავლეთ ძალა აგრესიის გარეშე, სიყვარული პირფერობის გარეშე, თქვენგან ვისწავლეთ რწმენა, რწმენა ფანატიზმის გარეშე, თქვენ ნამდვილად შეძელით და განამტკიცეთ ჩვენი ერი.

ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის მტკიცე ხელი, რომლითაც თქვენ ქართული ეკლესიის მეშვეობით ქართული სახელმწიფოს განვითარებასაც განაპირობებთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია და სახელმწიფო საქართველოში გაყოფილია, გავლენა ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტისა პოლიტიკურ პროცესებზე უდაოა" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

21 მაისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. "ის უზარმაზი ტკივილი, რომელიც თქვენთან ერთად განვიცადეთ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით, ცოტა მაინც შეგვიმსუბუქდება, როდესაც საქმე იქნება...

ახალი სტატიები