პატარაია: საქართველო სეკულარიული არის და იქნება, სინამდვილეში კვირიკაშვილია უადგილო

პატარაია: საქართველო სეკულარიული არის და იქნება, სინამდვილეში კვირიკაშვილია უადგილო
23 / 07 / 2017 17:54

"საქართველო სეკულარიული არის და იქნება. ძლიერი სახელმწიფო აუცილებლად ეფუძნება სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნას. ამას ჯერ კიდევ დავით აღმაშენებელი ფიქრობდა და რუის-ურბნისის კრებაც მაგიტომ მოიწვია, სადაც დაასუსტა ეკლესია და დაუქვემდებარა სახელმწიფოს",-ამის შესახებ კავშირ საფარის აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს. პატარაია სეკულარიზმის შესახებ გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განაცხადებას ეხმიანება. 

"კვირიკაშვილს კი ჰგონია, რომ სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთში გადაწნული უნდა იყოს. ის ამბობს, რომ სეკულარიზმი საქართველოში უადგილოა, სინამდვილეში კვირიკაშვილია უადგილო.

იხილეთ კვირიკაშვილის ანტისახელმწიფოებრივი ციტატა: "ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ეკლესია, ისეა გადაწნული ერთმანეთში, როგორც წმინდა ნინოს ჯვარი იყო შეკრული წმინდა ნინოს ნაწნავით. სწორედ ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია არის დამოუკიდებელი, საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა",-წერს ბაია პატარაია. 

აღნიშნული განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა სნოში გააკეთა, სადაც პატრიარქთან ერთად საპატრიარქოს შემოწირული თანხებით აშენებული სასტუმროს "სნო'' გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

სასტუმრო სოფელ სნოში პატრიარქის რეზიდენციის ტერიტორიაზე აშენდა და კონცეფციის მიხედვით, სასტუმროდან შემოსული თანხა სოფლის განვითარებას და ადგილოვრივ მოსახლეობას მოხმარდება.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება