NDI: გამოკითხულთა უმრავლესობისთვის თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება მიუღებელია

NDI: გამოკითხულთა უმრავლესობისთვის თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება მიუღებელია
26 / 07 / 2017 11:57

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის ნახევარს - 52%-ს სმენია იმ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რომლის თანახმადაც შვიდ ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთმევა, 44%-ს არ სმენია ამ ინიციატივის შესახებ.

კვლევის მიხედვით, მოქალაქეთა უმრავლესობისთვის - 59%-სთვის მიუღებელია ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება, რის შედეგადაც მათ ერთი უწყება უხელმძღვანელებს. მხოლოდ 16 % უჭერს მხარს ამ სიახლეს.

ამასთან, გამოკითხული მოსახლეობის 45%-ს მიაჩნია, რომ ამ ცვლილებებს ნეგატიური გავლენა ექნება საქართველოზე, 11 %-ს კი სჯერა, რომ გავლენა პოზიტიური იქნება.

"კვლევა ცხადყოფს, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციურ პარტიებთან და პრეზიდენტთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობაში ცვლილებებს მოქალაქეებიც აკრიტიკებენ. მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი აფასებს ამ ცვლილებებს პოზიტიურად", - განაცხადა ლორა თორნტონმა.

მისი თქმით, სასურველი იქნება, პარლამენტმა ამ ცვლილებების გარშემო დებატები გააგრძელოს.

"კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ სასურველი იქნება, პარლამენტმა გააგრძელოს ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების გარშემო დებატები და განხილვები, რათა არაპოპულარული ცვლილებების წინასაარჩევნო პერიოდში ნაჩქარევად მიღება თავიდან აიცილოს”, - აღნიშნა ლორა თორტონმა. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება