ირაკლი კობახიძე: საქართველო სეკულარული სახელმწიფოა

ირაკლი კობახიძე: საქართველო სეკულარული სახელმწიფოა

„საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო. ეს დადგენილია კონსტიტუციით, დადგენილია კონკორდატით და რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, მან გააკეთა ძალიან მკაფიო და გასაგები განცხადება“,-ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო ოპოზიცის წარმომადგენელთა განცხადებებს პრემიერ მინისტრის სნოში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კონსტიტუციური შეთანხმება აწესრიგებს. პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაუგებარია, რატომ აკავშირებენ ოპონენტები ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს სეკულარიზმთან.

„საქართველოს აქვს მოქმედი კონსტიტუცია, მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კონსტიტუციური შეთანხმება, რომლითაც არის სათანადოდ მოწესრიგებული სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა. ეს არის ერთი ხაზგასასმელი საკითხი. რაც შეეხება ევროკავშირთან სეკულარიზმის დაკავშირებას, ევროკავშირში არის ქვეყნები, სადაც არ არის განმტკიცებული სეკულარიზმის პრინციპი, არასეკულარული სახელმწიფოები და ისინი მაინც არიან ევროკავშირის წევრები. შესაბამისად, რა კავშირშია სეკულარიზმი ევროკავშირში გაწევრიანებასთან, არის გაუგებარი. რაც შეეხება საქართველოს, საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო. ეს დადგენილია კონსტიტუციით, დადგენილია კონკორდატით და რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, მან გააკეთა ძალიან მკაფიო და გასაგები განცხადება. გამგები გაიგებს, ვისაც არ უნდა გაგება, ის, ბუნებრივია ვერ გაიგებს ამ ყველაფერს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები