ნარმანია: აზიის განვითარების ბანკი თბილისის მეტროს ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებაში გვეხმარება

ნარმანია: აზიის განვითარების ბანკი თბილისის მეტროს ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებაში გვეხმარება

თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ აზიის განვითარების ბანკის  (ADB) ორგანიზებით ჩატარებული თბილისის მეტროს კვლევის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო. ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადებული კვლევა მოიცავს თბილისის მეტროს ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებას და მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვან რეკომენდაციებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კვლევაში შესწავლილია თბილისის მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის, ინფრასტრუქტურის განახლების, მგზავრების უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობები. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.

„აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება ძალიან მნიშვნელოვანი საკონსულტაციო მომსახურებით, რომელიც თბილისის მეტროს ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებას გულისხმობს. ბოლო პერიოდში ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მეტროს ვაგონების მოდერნიზაციასა და, საერთოდ, მეტროსადგურების განახლებაზე. ამდენად, აღნიშნული კვლევა იქნება ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი, რომლიც მეტროს შემდგომი სწორი განვითარების დაგეგმვაში მნიშვნელოვან სამსახურს გაგვიწევს,“-განაცხადა დავით ნარმანიამ. საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორის, იეშიმ ელჰან- კაიალარის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკს თბილისის მერიასთან ძლიერი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მათი ხელშეწყობით ჩატარებული კვლევა გადაიქცეს ხელშესახებ პროექტად, რომელიც თბილისის მოსახლეობისთვის უკეთესი სატრანსპორტო მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობას შექმნის. თბილისის მეტროპოლიტენი, ყოველდღიურად,  საშუალოდ 289 ათას მგზავრს ემსახურება. მეტროპოლიტენი თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში, გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობით, სამარშრუტო ტაქსებისა და მუნიციპალური ავტობუსების შემდეგ მესამე ადგილზეა.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები