ლევან დავითაშვილი: ჩვენ ყურძნის სუბსიდირებას არ ვახდენთ, ამის საჭიროებას არ ვხედავთ

ლევან დავითაშვილი: ჩვენ ყურძნის სუბსიდირებას არ ვახდენთ, ამის საჭიროებას არ ვხედავთ

დღეს მთავრობამ „რთველის ღონისძიების ხელშეწყობის“ შესახებ განკარგულება დაამტკიცა.  როგორც ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა, მიმდინარე წელს, სახელმწიფოს მხრიდან ყურძნის სუბსიდირება არ მოხდება, თუმცა, სპირტის და ტკბილის მწარმოებელი კომპანიები , რქაწითელისა და მწვანეს ჯიშის ყურძნებზე მიიღებენ კომპენსაციას 35 თეთრის ოდენობით.

„რთველის ორგანიზებასთან დაკავშირებით საკმაოდ ახლებური მიდგომა გვექნება, კერძოდ ბოლო წლებში მიმდინარე დადებითი ტენდენციის შედეგად ჩვენ ვხედავთ რომ ქვეყანაში ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ვხედავთ, კონიუქტურა მეღვინეობის მიმართულებით ძალიან გაჯანსაღებულია. შესაბამისად, ვხედავთ, წნეხი, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების კუთხით, შემცირებულია. აქედან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ პროცესი ძალიან ორგანიზებულად ჩაივლის, ამავე დროს, კერძო სექტორიდან იქნება ძალიან დიდი დაინტერესება და მოთხოვნა.

ბოლო დროს ჩვენ ქვეყანაში მნიშვნელოვნად ვუწყობთ ხელს ბრენდის წარმოებას სხვადასხვა მექანიზმით, მათ შორის შეღავათიანი აგროკრედიტით. ერთ-ერთი მიმართულებაა მეღვინეობის სექტორი, სადაც ჩვენ გვაქვს შეღავათიანი სესხები ზუსტად საბრუნავ საშუალებებზე, მათ შორის ბრენდის წარმოებაზე. ბოლო წლებში ჩვენ დავინახეთ, რომ ქართული ბრენდის ხარისხი, ზოგადად წარმოების პროცესი არის გაუმჯობესებული, შესაბამისად ჩვენ ამ კომპონენტს ვინარჩუნებთ, ასევე გვექნება კომპენსაციები სწორედ ბრენდის ნაწილში, რქა წითელისა და მწვანეს ჯიშის ყურძნებზე. იმ შემთხვევაში თუ კომპანიები მოახდენენ ბრენდის წარმოებას, ან ყურძნის კონცეფტირებულ ტკბილს აწარმოებენ, ეს იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვექნება ჩაუბარებელი ჭარბი ყურძენი, ისინი მიიღებენ კომპენსაციას 35 თეთრის ოდენობით სახელმწიფოს მხრიდან, ეს იმისთვის, რომ მათი საფასო პოლიტიკა იყოს აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი, მათ ჰქონდეთ მეტი მოტივაცია ამ პროცესში ჩართვის, და ფაქტობრივად, ერთის მხრივ ჩვენ ამით ხელს ვუწყობთ სექტორის განვითარებას ღვინის ნაწილში, მეორეს მხრივ საბრენდე სპირტის წარმოებას, რომელიც შემავსებელი ინდუსტრიაა ღვინის სექტორთან ერთად“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები