ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა საოცრად არაეთიკური იყო!

ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა საოცრად არაეთიკური იყო!

"საოცრად არაეთიკური იყო გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა! ორმაგად სამწუხარო ამ ყველაფერში ის არის, რომ არ გამკვირვებია!",-საია-ს ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

"ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ის ასე ექცევა ადამიანებს. სამარცხვინოა ასეთი ქცევა. აქ საერთოდ არ შევეხები ვინ არის ანა დოლიძე დღეს და რა უკეთებია მას წარსულში (თუმცა, ეს თავის მხრივ, მხოლოდ პატივისცემას აღძრავს ანას, როგორც პროფესიონალი იურისტის და უფლებადამცველის მიმართ). ვინც უნდა ყოფილიყო გუშინ იქ, ყველა შემთხვევაში მიუღებელია ადამიანის მიმართ ამგვარი მოქცევა. ასევე მიუღებელია საჯარო მოხელეების ასეთ დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიება და მათთვის „კუთხეში ადგილის მიჩენა“. პოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ, რომ ხშირად სწორედ საჯარო მოხელეების თავდაუზოგავი შრომის შედეგია ხშირად ის წარმატებები, რასაც გარე თვალი პოლიტიკურ ფიგურებს მიაწერს.

პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც გამუდმებით ხაზს უსვამს მის მაღალ სტატუსს, უნდა აცნობიერებდეს, რომ ეს მაღალი სტატუსი მას გაზრდილ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას აკისრებს და არა უფლებას - უყვიროს და უზრდელად მოექცეს ადამიანებს",-წერს ანა ნაცვლიშვილი. 

ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა საოცრად არაეთიკური იყო!

ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა საოცრად არაეთიკური იყო!

27 ივლისი, 2017

"საოცრად არაეთიკური იყო გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა! ორმაგად სამწუხარო ამ ყველაფერში ის არის, რომ არ გამკვირვებია!",-საია-ს ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძისა და პარლამენტის...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები