ციხელაშვილი: ჯანდაცვის სერვისებზე აფხაზებისა და ოსების მხრიდან მომართვიანობა 6-ჯერ გაიზარდა

ციხელაშვილი: ჯანდაცვის სერვისებზე აფხაზებისა და ოსების მხრიდან მომართვიანობა 6-ჯერ გაიზარდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯანდაცვის სერვისებზე მიმართვიანობა გაზრდილია. 

"ფორმულა გახლვათ ესეთი, თუკი იზრდება ბარიკადები და დაბრკოლებები, ჩვენ ორმაგი ძალისხმევა გვჭირდება იმისათვის, რომ ამ ბარიკადების დაძლევა შევძლოთ და მის მიღმა შევძლოთ იქით დარჩენილი და გახლეჩილი საზოგადოების ერთმანეთთან დაკავშირება. 

ჩართულობის სტრატეგიის ფარგლებში ჯანდაცვის სერვისები არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულება და ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო სამ-ოთხ წელიწადს ვგულისხმობ 6-ჯერ გაიზარდა მომართვიანობა როგორც აფხაზების, ისე ოსების მხრიდან",-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები