დავით უსუფაშვილი: აშშ-ს კონცეფციაა "ამერიკა პირველ რიგში", ჩვენი - "საქართველო პირველ რიგში"

დავით უსუფაშვილი: აშშ-ს კონცეფციაა "ამერიკა პირველ რიგში", ჩვენი - "საქართველო პირველ რიგში"

"ამერიკის ახალი ადმინისტრაციის კონცეფციაა "ამერიკა პირველ რიგში", ჩვენი კონცეფციაა "საქართველო პირველ რიგში", - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

"ამ მიზნების რეალიზებისთვის ორი ქვეყნის ინტერესები არის სრულ თანხვედრაში. შესაბამისად, ჩვენი საერთო პრიორიტეტია საქართველოსა და ამერიკას შორის გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. უსუფაშვილის თქმით, ის აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან მაიკ პენსთან გეგმავს შეხვედრას და მასთან სამ ძირითად საკითხზე ექნება საუბარი. "პირველ რიგში, ევროკავშირის საზღვრებს მიღმა აღმოსავლეთით მთელს კონტინენტზე საქართველო არის აშშ-ს და დემოკრატიული სამყაროს ყველაზე უფრო საიმედო პარტნიორი და ეს რეალობა ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ვისაუბრებ იმაზე, რომ საქართველოს მოქმედი და წინა ხელისუფლების დემოკრატიული პოტენციალი არ არის ის მაქსიმუმი, რაც ქართველ ხალხს გააჩნია. ჩვენ უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე ამას დავამტკიცებთ. საამისოდ კი გვჭირდება ჩვენი ქვეყნის მეგობრების მეტი დახმარება, რათა საკონსტიტუციო თუ სხვა პროცესებში დაცული იყოს დემოკრატიის მაღალი სტანდარტები. და ბოლოს, საქართველოს ეკონომიკური ძლიერება და მოქალაქეების კეთილდღეობა არის აუცილებელი წინაპირობა, იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ღირსეული და საიმედო პარტნიორობა დემოკრატიულ სამყაროსთან. ამიტომ ორივე მხარის ინტერესებშია საქართველოს გაძლიერებისთვის კომპლექსური და გრძელვადიანი პროგრამის შემუშავება, გარკვეულწილად „მინი მარშალის გეგმა“, რისი პრეცედენტებიც არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

21 მაისი, 2018

დღეს ზაფხულის ბაშოს მე-9 დღის შეხვედრები გაიმართა . ლევან გორგაძის (191სმ, 189კგ) მეტოქე დასავლეთის მე-3 მაეგაშირა, იაპონელი დაიეშო (181სმ, წონა 162კგ) იყო. დღემდე მათ შორის შეხვედრებში ლევანს სამი გამარჯვება ჰქონდა ერთი მარცხის წილ. დღეს ლევანმა...

ახალი სტატიები